სამხედრო მოსამსახურეებს შორის ყოველწლიური ტურნირი ძალოსნობაში დასრულდა

ეს პერსონა

საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ყოველწლიური ტურნირი ძალოსნობაში დასრულდა. სპორტული შეჯიბრი ძალოსნობაში, კერძოდ კი წოლჭიმში IV მექანიზებულ ბრიგადაში რვა წონით კატეგორიაში - 59, 66, 74, 83, 93, 105, 120 და 120+კგ-ში ჩატარდა. გუნდური თასი IV მექანიზებულ ბრიგადას გადაეცა. მათ სამი პირველი, ასევე მეორე და მაესამე ადგილები მოიპოვეს. გამარჯვებულები ყველა წონით კატეგორიაშიც სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ და შესაბამისი მედლები გადაეცათ. ტურნირს საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები და მსოფლიო ჩემპიონები უძღვებოდნენ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top