„1 მილიონი მანეთი, უკაცრავად ლარი, გამოვყავი თვითმცლელი ნაგვის მანქანების და ქუჩის მოსარეცხი მანქანის შესაძენად“, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა. როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მეიამ შეისყიდა 3 თვითმცლელი ნაგვის მანქანა და 2 ქუჩის მოსარეცხი მანქანა, რომელიც ზამთარში თოვლის მოსახვეტი და მარილის დამყრელი მანქანის ფუნქციასაც შეითავსებს.