ურეკში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ეს პერსონა

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი. თვითმხილველების თქმით, ორივე დაღუპული ადგილობრივია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

0
0
0
6
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top