„სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს 19 კილომდე მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის უნდოდა“ - ადვოკატი

ეს პერსონა

 სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, რომელსაც თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოუჩინეს, აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისთვის უნდოდა.  სამხრეთ აფრიკის მოქალაქეს ჩემოდანში 18 კილო და 400 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობას, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაყრდნობით ამბობს, რომ მარიხუანა სამხრეთ აფრიკაშია შეძენილი. ამასთან ირაკლი ესიავას თქმით დაკავებულმა სამხრეთ აფრიკის და გაერთიანებული საემიროების საზღვარი აღნიშნული ბარგით უპრობლემოდ გადაკვეთა.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top