გენერალური პროკურატურა სასამართლო განჩინების საფუძველზე "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანიებისგან დოკუმენტაციებს ამოღებას აპირებს

ეს პერსონა

საქართველოს გენერალური პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.  სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა." - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top