შსს-ს თანამშრომლებმა ლენტეხში, მთებში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს

ეს პერსონა

შსს-ს თანამშრომლებმა ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს. მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის და კოორდინატების შესახებ. მათ დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მიწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები. რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top