დუმა უახლოეს დღეებში "1920 წელს ქართველების მიერ ოსების გენოციდის" აღიარების შესახებ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მიმართვას განიხილავს

ეს პერსონა

რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო, უახლოეს სესიაზე, „საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გენოციდად აღიარების შესახებ“ მიმართვას  განიხილავს. ამის შესახებ დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საქართველოს პარლამენტში, სადაც მიიჩნევენ, რომ  კრემლი ცდილობს ისტორია გააყალბოს და შეცვალოს, რაც პუტინის ბოლო განცხადებებმაც დაადასტურა, თუმცა მოსკოვის  ეს მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან მათი და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციები ამ საკითხებზე მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top