აქცია "სირცხვილია 43.0 - გადაცემა 9" - რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის წინ დღეს, კვლავ 20:00-დან განახლდება. გადაცემის სტუმრები პოეტი რატი ამაღლობელი და "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი იქნებიან. აქციას ასევე Skype-თი ჩაერთვება "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია. აქციის მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.