დინამო თბილისი ტაქსისტ ძმებს დედის გადარჩენაში დაეხმარება

ეს პერსონა

"დინამო თბილისის" ფანკლუბი დაეხმარება ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს ტაქსაობით აგროვებენ. ფანკლუბის წევრები აცხადებენ, რომ პირველ აგვისტოს ევროპა ლიგის შესარჩევი ტურის მატჩში, სადაც "დინამო თბილისი" "გაბალას" დაუპირისპირდება, მე-17 მე-18 სექტორზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, მთლიანად ძმებს გადაერიცხებათ.

„ჩვენ ამ თამაშს სიცოცხლის გადარჩენას ვუძღვნით..! პირველ აგვისტოს, 21:00 საათზე, დინამო გაბალას უმასპინძლებს. ამ მატჩზე მე-17 და მე-18 სექტორებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბიჭების ანგარიშზე."

9
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top