რუსულენოვან თარჯიმანზე საჩხერის "ჩიხურამ" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე უარი თქვა

ეს პერსონა

შოტლანდიურ "აბერდინთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, საჩხერის "ჩიხურამ"  პრესკონფერენციაზე რუსულენოვან თარჯიმანზე უარი განაცხადა.  როგორც კლუბის პრესსამსახური აცხადებს შოტლანდიელებმა ქართველებს რუსული ენის თარჯიმანი შესთავაზეს, რაზეც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს. პრესკონფენრეცია საბოლოოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ უეფასა და ფიფას ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე მატჩის წინ და მატჩის შემდგომ, რამდენიმე წუთიანი პრესკონფერენციის გამართვა სავალდებულოა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top