"პრიორიტეტები გვაქვს აშკარად მაგარი არეული" - ნატა ფერაძე პეტრას ციხეზე დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლას აფასებს

ეს პერსონა

"ისე ამოძირკვა ივანიშვილმა პეტრას ციხის გარშემო ხეები, დიდი მეტეორებით დაბომბილს გავს იქაურობა, 2-3 აქტივისტის მეტი ხმა არავის ამოუღია ადგილზე. მუსიკის ფესტივალზე, იმის მაგივრად შეგებებოდნენ, როგორც თუნდაც შემოსავლის წყაროს, წინაღუდგნენ და გააძევეს. პრიორიტეტები გვაქვს აშკარად მაგარი არეული" - წერს ნატა ფერაძე პირად Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს აჭარაში, პეტრას ციხეზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სხვა ლოკაციაზე ჩატარდება. ორგანიზატორების განმარტებით, ამის მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობისა და სასულიერო პირების პროტესტია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top