საირმეში დამსვენებელი ფოტოს გადაღების დროს დაიღუპა

ეს პერსონა

ბაღდათის რაიონში, კურორტ საირმეს ტერიტორიაზე,  დამსვენებელი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ქალი ოჯახის წევრებთან ერთად  ფოტოების გადასაღებად ტყეში წავიდა, რა დროსაც 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში  გადავარდა. ქალმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

0
0
1
5
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top