ნიკოლოზ ბასილაშვილმა "მონრეალის მასტერზე" მორიგი მატჩი მოიგო

ეს პერსონა

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც "მონრეალის მასტერზე " ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. დუშან ლაიოვიჩის დაამრცხების შემდეგ ბასილაშვილის "მსხვერპლი" ჟან-ლენარდ შტრუფი აღმოჩნდა. ლაიოვიჩთან მატჩის დარად ნიკამ ამ შეხვედრაშიც სამი სეტი ჩაატარა, საიდანაც პირველი სეტი წააგო, ხოლო დარჩენილ ორში საკუთარ თავში ძალები იპოვა და იმარჯვა. ბასილაშვილმა სეტებში 2:6; 6:2; 6:3 მოიგო. მისი მომდევნო მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ "ჰამბურგის ღია პირველობის" ნახევარფინალში სძლია.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top