"კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი და ვინ შემოიჭრა საქართველოში, არ შეიძლება არსებობდეს, ეს არის რუსეთი"- ქეთევან ციხელაშვილი

ეს პერსონა

"კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთი," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას ეხებოდა. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, სხვა საკითხია იმის შეფასება ქვეყნის შიგნით, რამდენად გაკეთდა ყველაფერი იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ, რომ რუსეთისგან მომდინარე ღია საფრთხე თავიდან ყოფილიყო აცილებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებთ, რათა საზოგადოებაში გარკვეულ საკითხებზე მეტი კონსოლიდაცია არსებობდეს. კითხვაზე: არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მტერი და ოკუპანტი, ციხელაშვილმა განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, პუტინი მტერი და ოკუპანტია“.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top