"მოვუწოდებთ რუსეთს უკან გაიწვიოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ეს პერსონა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამია,რომ  რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. აშშ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ  ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

"მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს სრული იმპლემენტაცია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. უკან გაიწვიოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ.ჩვენ არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უფლებას, რომ დაბრუნდნენ უკან, თავიანთ სახლებში მშვიდობიანად და ღირსეულად. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მოუთმენლად ველით დღეს, როდესაც შეგვეძლება ვიზეიმოთ რუსეთის ოკუპაციის დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top