ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი ამხილეს

ეს პერსონა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილა - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top