კიმ ჩენს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს - აშშს პრეზიდენტმა "შესანიშნავი წერილი" მიიღო

ეს პერსონა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისგან მორიგი  წერილი მიიღო , მას შემდეგ, რაც დიქტატორულმა რეჟიმმა იაპონიის ზღვაში არაიდენტიფიცირებული რაკეტა გამოსცადა. "ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთანეთს", აცხადებს დონალდ ტრამპი. მან ასევე აღნიშნა, რომ წერილი ძალიან პოზიტიური იყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეამ ოთხჯერ გამოსცადა არაიდენტიფიცირებული რაკეტები იაპონიის ზღვაში. ჩრდილოეთ კორეის ეს გააქტიურება, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს  დაუკავშირეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, კიმ ჩენი ინი გარკვეულწილად შეეხო ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხს და აღნიშნა, რომ „არ იყო ბედნიერი ამ წვრთნების გამო"

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top