60 პატიმრისათვის ტატუ-ს მოცილება 48 ათასი ლარი დაჯდება

ეს პერსონა

სახელმწიფო 60 პატიმრისათვის ტატუ-ს მოსაცილოებლად 48 ათასი ლარის დახარჯავს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ძვირადღირებული საქმეა და სახელმწიფო ამას 2013 წლიდან აკეთებს, რათა მსჯავრდებულებმა შეძლონ ისეთი ტატუს მოცილება, რომელიც რეაბილიტაციასა და დასაქმებაში ხელს შეუშლით. თეა წულუკიანის ამ განცხადებას ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის პროტესტი მოჰყვა: ავადმყოფ ბავშვებს დაეხმარეთ მაგ ფულითო! რატომ არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო იმ მსჯავრდებულებს, ვისაც ქურდული დამღის მოცილება და ცხოვრების ხელახლა დაწყება სურს?! -  ამაზე ჟორჟლიანი არაფერს წერს. გასაგებიცაა, რადგან ჯერ კიდევ "ციხის ბუნტის" გაშუქებისას გვახსოვს, რომ დიდი ლოიალობით არასდროს გამოირჩეოდა პატიმრების მიმართ. სამაგიეროდ ექსპერტი გია აბაშიძე გვამცნობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ყველა მოწინავე დასავლურ ქვეყანაში გამოიყენება და ყველაფრის მაკრიტიკებლებს საქმის არსში გარკვევას ურჩევს. ზოგადად კი, ბევრი ფიქრობს, რომ უმჯობესია, პატიმრებს სახელმწიფომ სხვა საჭიროებები დაუფინანსოს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top