დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს

ეს პერსონა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის ათი ფაქტი გამოავლინეს და  თორმეტი პირი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით,  სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top