"ფახთაქორის" ტრაგედიასას დაღუპულებს პატივი ქართველებმაც მიაგეს

ეს პერსონა

"ფახთაქორის" ავიაკატასტროფიდან 40 წელი გავიდა. მაშინ თვითმფრინავის ჩამოვარდნას 178 მგზავრი შეეწირა. მათ შორის იყვნენ "ფახთაქორის" ფეხბურთელებიც. ტრაგედიიდან 40 წლის თავზე, უზბეკეთის დედაქალაქში დაღუპულებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ტაშკენტის ცენტრალურ სტადიონზე ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად მიწვეულნი იყვნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდები – ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ვეტერან ფეხბურთელებს შორის გამართული სიმბოლური მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top