2023 წელს ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ეს პერსონა

"მინდა ყველას მოგილოცოთ - ბაკურიანი 2023 წელს, უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში სნოუბორდსა და თხილამურებზე! ეს ძალიან დიდი ნდობა, რომელიც გამოგვიცხადეს საერთაშორისო პარტნიორებმა, დასტურია იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ზამთრის კურორტების განვითარების მიზანმიმართული და ეფექტური სტრატეგია." - წერს მამუკა ბახტაძე Facebook-ში.

მისივე თქმით მსოფლიო ლიდერ კომპანიასთან ,,დოპელმაიერთან" დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილია, რომლის თანახმად დიდველის ტერიტორიაზე 3 ახალი თანამედროვე საბაგირო აშენდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top