"არიელისა" და "პერსილის" ფალსიფიცირებაში 2 პირი ამხილეს

ეს პერსონა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი კომპანიის   ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილი“- ს და „არიელი“- ს სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ახორციელებდნენ.

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top