პრემიერი სოფელ მუცოში მოსახლეობას შეხვდა

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ მუცოს მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, ამ დროისთვის სოფელში 16 კოშკია აღდგენილი. 

"გპირდებით, რომ ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, აუცილებლად დავასრულებთ უმოკლეს ვადებში. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის რომ, 4 სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და განავითაროთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ", - განაცხადა პრემიერმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top