ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ქაშმირის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის

ეს პერსონა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი ქაშმირის რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის. ქაშმირის რეგიონი უკვე დიდი ხანია ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადაო ტერიტორიაა. ორივე  სახელმწიფო ამ ტერიტორიის ექსკლუზიურ მფლობელობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ საკითხში მკვეთრად ნაციონალისტური პოზიცია უკავია ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდა მოდის, რომელიც ქაშმირის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების წინააღდეგია. მოდის მიაჩნია, რომ ეს რეგიონის სეპარაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მოდი ინდოეთში ატარებს პოლიტიკას ერთი კონსტიტუცია ერთი ერი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული სტატუსი ინდოეთის არც ერთ რეგიონს არ უნდა ჰქონდეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top