უელსელმა ფეხბურთელმა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში სინჯებზე იყო, თავი მოიკლა

ეს პერსონა

უელსელმა ფეხბურთელმა ჯოელ დარლინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. გავრცელებული ინფორმაციით, სუიციდის მიზეზი ფეხბურთელის გამუდმებული ტრავმები გახდა.  როგორც უცხოური მედია წერს,  დარლინგტონს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ტრავმებისგან გამოწვეული ძლიერი ტკივილები აწუხებდა და დეპრესიაში იყო. ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ, მანჩესტერ იუნაიტედში სინჯებზეც იმყოფებოდა, თუმცა  ხელი მოიტეხა და ადგილის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია. 20 წლის ბიჭის სხეული მისმა მამამ და ძმამ ავტოფარეხში იპოვეს. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top