"მილიონებმა მაყურებელი სტადიონზე არ დააბრუნა და ფეხბურთის ხარისხი არ გაზარდა" - გოგა ჩანადირი

ეს პერსონა

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილისა და მამუკა ბახტაძის მისამართით ღია წერილს აქვეყნებს. წერილში აღნიშნულია, რომ ფეხბურთისთვის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხის მიუხედავად,  აღნიშნულ სპორტი ვერ ვითარდება. ჩანადირი წერს, რომ მწვრთნელებს გარანტირებულ ფულს ვუხდით და ამით მათ ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება-დასაქმების ინტერესი ვუკარგავთ. ფოტოგრაფი ფეხბურთში ნეპოტიზმის არსებობაზეც მიუთითებს. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან 200 მილიონზე მეტია გამოყოფილი და უმეტესად, ეს თანხა ხელფასებსა და გზა-კვების ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს.
პროგრამის დაფინანსებიდან მე-3 წელს ვხედავთ, რომ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი ვერ განვითარდა. კვლავ სამარცხვინო იყო ჩვენი გუნდების უეფას წლეანდელ გათამაშებებზე ასპარეზობა. მეტნაკლები გამონაკლისი "დინამოა."
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ჩვენ ამ ფულს საკუთარი ჯიბიდან დათვური სამსახურისთვის ვიხდით. მწვთვნელებსა და ფეხბურთელებს გარანტირებულ ხელფასს ვაძლევთ და შრომაში (პროფესიული ფეხბურთი შრომაა) ოფლის დაღვრის მოტივაციას ვუკარგავთ. 
და მერე ხარისხი რანაირადღა იქნება? გარანტირებულ ფული მათ ნიჭიერი ფეხბურთელების მოძიება-დასაქმების ინტერესს უკარგავს და ბიძაშვილებისა თუ ნაცნობების შვილების დასაქმებისა და შტატების გაბერვის სურვილს უჩენს. 
ჩვენი გარანტირებული ფულის გამო, კლუბებს მრავალწლიანი განვითარების გეგმის შექმნა აღარ აინტერესებთ. მათი მთავარი სტრატეგია სწორედ სახელმწიფოს გარანტირებულ დაფინანსებაზეა აგებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ მილიონებმა მაყურებელი სტადიონზე არ დააბრუნა და
ფეხბურთის ხარისხი არ გაზარდა. კვლავ არის ლაპარაკი ჩაწყობილ, გარიგებულ თამაშებზე, პროფესიულ ფეხბურთში წინსვლის ნატამალი არ გამოჩნდა. კვლავ გარბიან 17-18 წლის ბიჭები უცხოეთში.

მე, როგორც გადამხდელი, მირჩევნია, ჩემი ფული ბავშვთა ფეხბურში, სპეცილისტთა მომზადებასა და ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს და არა დათვურ მომსახურებაში.ბატონო პრემიერ-მინისტრო!ბატონო პრეზიდენტო! გთხოვთ, ჩემი თხოვნა გაითვალისწინოთ. ", - წერს ჩანადირი.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top