დაკავებულ ნარკორეალიზატორთა შორის რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეები არიან

ეს პერსონა

სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის რამდენიმე ნარკოდილერი დააკავეს, მათ შორის რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებიც არიან. 
ჯამში, პირველი იანვრიდან დღემდე, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები, პასუხისგებაში კი 60 ნარკორეალიზატორია მიცემული.

შსს-ს დღევანდელ ბრიფინგს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა ნარკორეალიზატორის ციხეში "ჩალპობას" მოითხოვს, თუმცა, ჟურნალისტს ერთი უზუსტობაც გაეპარა და იანვრიდან დღემდე 60-ის ნაცლვად, შსს-ს 360 "ბარიგის" დაკავება მიაწერა. 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top