ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ 7 მოქალაქის დაკავების ფაქტზე: სუს-ი არის ჩართული და გააქტიურებულია ცხელი ხაზი

ეს პერსონა

ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ 7 მოქალაქის დაკავების ფაქტს "იმედის" ეთერში გამოეხმაურა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე დაკავების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

"სუს-ი არის ჩართული და გააქტიურებულია ცხელი ხაზი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტდება ინფორმაცია და უფრო დეტალურად ვერ მოგახსენებთ. ასეთი ფაქტები საუბედუროდ გამონაკლისი არ არის. უკანონო დაკავებები, გადადგილების შეზღუდვა, ე.წ ბორდერიზაცია არის სამწუხაროდ საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ განახორციელოს მუდმივი ზეწოლა" ,- განაცხადა ციხელაშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top