"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- ქეთევან ციხელაშვილი

ეს პერსონა

"შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ყველა მექანიზმი ჩართულია რომ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება მოხდეს დაუყოვნებლივ" - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული რვა მოქალაქის გატაცების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ციხელაშვილის ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"რამდენჯერმეა უკვე ცხელი ხაზი ამოქმედებული, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამ ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება ის პასუხი, რომელიც მათ გათავისუფლებას უკავშირდება. შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ გუშინ ადგილზე დაკავებულთა ოჯახებთან“, - განაცხადა მინისტრმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top