გუგუტიანთკარში ბორდერიზაცია განახლდა

ეს პერსონა

სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ლავრენტი გუგუტიშვილის კუთვნილ მიწაზე, დამატებითი რკინის კონტრუქციები რამდენიმე წუთის წინ მიიტანეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს აკვირდებიან და ანგარიშს ამზადებენ. ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს დაიწყეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top