ზუგდიდში, უაქციზო სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ეს პერსონა

სამეგრელოში 64,195 ღერი უაქციზო სიგარეტისა და 72 ბოთლი ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა.

"ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტისა (ჯამში 64,195  ღერი) და  72 ბოთლი ალკოჰოლური სასმელის  შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top