გუგუტიანთკარში სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

ეს პერსონა

სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონოდ გავლებული მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა. ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტიანთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახების წევრებს კი, სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top