ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. მედიკამენტების ჯამური ღირებულება 37 000 ლარს აღემატება. დაკავებულია ორი პირი. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.