აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა სკოლაში აცრან

ეს პერსონა

აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განაცხადა. სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. აცრა ისევ ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება აცრების ჩატარების ვადებს, როგორც დარახველიძე აცხადებს, ამის წინასწარ დაწესება შეუძლებელია, რადგან სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი მოცულობაა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top