მამუკა ბახტაძემ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები მოინახულა

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა რომ დაკავებულების გათავისუფლების პროცესში პირველივე წუთებიდან „მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იყო ჩართული“. ბახტაძემ ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა.

“ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგაზრდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად სოფელში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top