გიგი უგულავა თამარ ჩერგოლეიშვილს ბრალს ინტერვიუს დამახინჯებაში სდებს

ეს პერსონა

"ევროპული საქართველო"-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მედიაპლატფორმა "ტაბულა"-ს მთავარ რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს უგულავას მიერ დიანა ტრაპაიძისთვის მიცემული ინტერვიუს საზოგადოებისთვის დამახინჯებით მიწოდებაში სდებს ბრალს. თბილისის ყოფილი მერი წერს, რომ ჩერგოლეიშვილმა განზრახ შეცდომაში შემყვანი (misleading) სათაურით დაამახინჯა მისი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც დიანა ტრაპაიძესთან სტუმრად მყოფი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორების ვარიანტებს განიხილავდა. "ტაბულამ" სტატია სათაურით "მე მიღირს, ივანიშვილის მონოპოლია პრორუს პარტიებთან ერთად დავამარცხო" შექმნა, რაც უგულავას მტკიცებით მისი ინტერვიუს ფალსიფიკაციას წარმოადგენს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top