მამუკა ბახტაძე "რვაფეხას" რეაბილიტაციისთვის ფონდ "ქართუს" მადლობას უხდის

ეს პერსონა

„მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის, „რვაფეხას" აღდგენა. წლების განმავლობაში რვაფეხა იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს", რომელმაც აღადგინა „რვაფეხა" და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხას" დაათვალიერების დროს.

შეგახსენებთ, რომ კაფე „რვაფეხას" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს" მიერ განხორციელდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top