100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

ეს პერსონა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა,  თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა გაასაღეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top