"სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება .. TV პირველს ვერ წაიღებთ" - ვატო წერეთელი

ეს პერსონა

"TV პირველი"-ს მფლობელი და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის შვილი, ვატო წერეთელი, მამისთვის  ბრალის წაყენების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! " - წერს წერეთელი facebook-ზე. 

ვატო წერეთელი ასევე დასძენს, რომ მამამისი პროკურატურაში მაშინათვე გამოცხადდება, როდესაც იგი საქართველოში ჩამოვა. ავთანდილ წერეთელი ქვეყანაში 29 აგვსიტოს ბრუნდება.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top