მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მივიდნენ

ეს პერსონა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მივიდნენ. დაგეგმილია ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის დაზუსტება. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების -მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top