გორის მუნიციპალიტეტში ხანძარს 170 მეხანძრე ებრძვის - ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

ეს პერსონა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩაქრობით სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულია ათი სახანძრო, სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი. ამ დროის მონაცემებით, ხანძარი 40 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. 

 

1
0
5
3
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top