ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ბრალდების დადგენილება ჩაიბარა - ვიდეო

ეს პერსონა

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოვიდა ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, რომელმაც ბრალდების დადგენილება ჩაიბარა. საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტს. 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top