მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

ეს პერსონა

ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის სექტორული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top