მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმებიდან 80 წელი გავიდა

ეს პერსონა

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმებიდან 80 წელი გავიდა.

23.08.1939: გერმანიის რაიხსა და სსრკ-ს შორის გაფორმდა თავდაუსხმელობის პაქტი. პაქტს ხელი გერმანიის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და ნაცისტური გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომლიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. შეთანხმება ასევე შეიცავდა საიდუმლო პუნქტს ტერიტორიების დაყოფის შესახებ. 

სექტემბერში გერმანიამ პაქტის პირობები დაარღვია და პოლონეთში შეიჭრა, რითაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top