"სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე" - ბაჩანა შენგელია

ეს პერსონა

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, იურისტი  ბაჩანა შენგელია დედამისის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. შენგელია წერს, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორი  მიმართულებით იქნა წაყვანილი და არ შესრულდა რამდენიმე საპროცესო მოქმედება. მისი თქმით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გამოძება ჩიხში შესულიყო და შემდეგ დახურულიყო. ია კერზაიას ვაჟი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად აუცილებლად იბრძოლებს. 

"ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. არანაირი საქმის შეწყვეტა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურის მხრიდან არ უშველით, ეს წააკითხონ და დააჯერონ მათ, ვისთვისაც დაწერეს. სამართალი აუცილებლად იზეიმებს!" - წერს ბაჩანა შენგელია facebook-ში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top