ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მცირე სასტუმროების მფლობელებს შეხვდენენ

ეს პერსონა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროების მფლობელებს შეხვდენენ. საუბარი მთავრობის ახალ ინიციატივას შეეხო. პროექტის მიხედვით, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით სარგებლობას ის მეწარმე-სუბიექტები შეძლებენ, რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები. პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმის, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top