"დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ში დარჩენილებს მიმართავს

ეს პერსონა

ნიკა გვარამიამ მორიგი facebook სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც ის "რუსთავი 2"-ში დარჩენილებს მიმართავს.

"იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ, წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი." - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განცხადებები არ გაუკეთებიან "The ვანო's Show" და :კომედი ჯგუფი"-ს თანამშრომლებს.

 

6
4
1
1
9
კომენტარები
ეს პერსონა
Top