ზაზა ფაჩულია სამშენებლო კომპანია "არქი"-ის წილის მფლობელი გახდა

ეს პერსონა

ზაზა ფაჩულია „არქის" წილის მფლობელი გახდა. ის ილია წულაიასა და მენი ბენიშთან ერთად კომპანიის თანამფლობელი იქნება. 

"მოხარული ვარ, რომ "არქის" და ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც "არქია", რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. "არქი" დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანიაა, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს" - განაცხადა ცნობილმა კალათბურთელმა.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top