ახალსოფელში ხანძარია - ცეცხლი ბუჩქებს და ხეებს გაუჩნდა

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის და ხანძრის ქრობაში ჩართულია ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გათენებისთანავე ხანძრის ქრობაში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.   ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან. ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დილიდან ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top