ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა ჯარი გაგზავნოს

ეს პერსონა

ბრაზლიის პრეზიდენტმა ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა ჯარი გაგზავნოს. 

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციოდ შესაძლოა, ჯარი გაგზავნოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გამოვიდნენ ინიციატივით, იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიის პრეზიდენტი გარემოს დაცვის კუთხით პოლიტიკას არ გადახედავს, ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება შეჩერდეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top